თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბაიკერი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ხეს შეეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.