ხონში ავარია მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია ახალგაზრდა ქალი

Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ თხრილში ჩავარდა, შემდეგ კი ელექტრობოძს დაეჯახა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.