დღეს კოტე მახარაძეს 99 წელი შეუსრულდებოდა, მან სიცოცხლის მანძილზე აღიარება არა მხოლოდ სპორტული მატჩების რეპორტაჟებით, არამედ თეატრის სცენაზე ასზე მეტი როლის შესრულებით მოიპოვა. მისი სახელი ცნობილია საზღვარგარეთაც - ერთ დროს მისი ხმა მთელ საბჭოთა კავშირში იყო ცნობილი.
1967 წელს მსახიობს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. კოტე მახარაძის ყველა სპორტული რეპორტაჟი მინი-სპექტაკლი იყო - მას იმდენად საინტერესოდ მიჰყავდა რეპორტაჟები, რომ სიამოვნებით უყურებდნენ სპორტისგან შორს მყოფი ადამიანები.
ასევე აღსანიშნავია კოტე მახარაძისა და ცნობილი მსახიობ სოფიკო ჭიაურელის სიყვარულის ისტორია. ერთ-ერთ სპექტაკლში მათ შეყვარებულების როლები შეასრულეს და ეს როლები გულწრფელად ითამაშეს. ორივემ გადაწყვიტა ოჯახების მიტოვება და ერთად 30 ბედნიერი წელი იცხოვრეს.
კოტე მახარაძე თბილისში 2002 წლის 19 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. მის გვერდით განისვენებს სოფიკო ჭიაურელი, რომელიც კოტეს გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგ გარდაიცვალა.