თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 699,9 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 3,6%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 1167,2 ლარს ხარჯავდა - 4,1%-ით მეტს, ვიდრე 2024 წლის ივლის-სექტემბერში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2025 წლის ივლის-სექტემბერში
ხარჯების დასახელება | ხარჯები, მლნ ლარი | წილი მთლიან ხარჯში, % | ხარჯები ვიზიტზე, მლნ ლარი |
საყიდლები | 264,8 | 37,8 | 441,7 |
კვება | 193,8 | 27,7 | 323,2 |
განთავსება | 97,7 | 14,0 | 163,0 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 81,9 | 11,7 | 136,7 |
გართობა | 34,5 | 4,9 | 57,5 |
სხვა ხარჯები | 27,1 | 3,9 | 45,2 |
2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 784,7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის მაჩვენებლებზე 3,4%-ით მეტია.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (41,4%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ შედგინა 412,6 ათასი, რაც 2,6%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 34,3%, რუსეთში – 18,3%, სომხეთში - 14,6%, აზერბაიჯანში - 1,8% და ევროკავშირის ქვეყნებში – 16,4%.
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მოგზაურობის მიზანი 2025 წლის მესამე კვარტალში
ვიზიტის მიზანი | ტურისტების რაოდენობა, ათასი | წილი ტურისტების საერთო რაოდენობაში, თ |
მეგობრებთან და ნაცნობებთან სტუმრობა | 216,6 | 36,1 |
შოპინგი | 173,7 | 29,0 |
დასვენება და გართობა | 126,0 | 21,0 |
პროფესიული საქმიანობა | 54,0 | 9,0 |
მკურნალობა | 13,8 | 2,3 |
სხვა | 15,6 | 2,6 |
ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 7,9 ღამე შეადგინა, რაც 0,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2024 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 2,8 მლნ ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წლის მაჩვენებლებზე 1,4%-ით ნაკლებია. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 37,4%, რუსეთში – 18,3%, სომხეთში – 12,1%, აზერბაიჯანში - 2,2% და ევროკავშირის ქვეყნებში – 16,3%.
2024 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 2,3 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 11,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.