იუსტიციის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ თანამდებობა დატოვა

აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.
Sputnik
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა, იუწყება ქართული მედია.
შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 10 ნოემბერს მოაწერა ხელი.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან“,- აღნიშნულია დოკუმენტში.
ხმალაძე, რომელიც პროფესიით იურისტია, აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა. მანამდე იგი თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.
პაატა სალიას, რომელმაც იუსტიციის მინისტრის პოსტი აპრილში დაიკავა, ამ დრომდე 6 მოადგილე ჰყავდა - პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, ბექა ძამაშვილი, გიორგი დგებუაძე, მერაბ ტურავა, ალექსანდრე მაისურაძე და ირაკლი ხმალაძე.
მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში პაატა სალიამ იუსტიციის მინისტრის პორტფელი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც ყოფილი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) უფროსად დაინიშნა.