მსოფლიო დღეს

პესკოვი: უკრაინის მდგომარეობა ფრონტებზე კიდევ გაუარესდება

Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. კიევის რეჟიმის მდგომარეობა ფრონტებზე კიდევ გაუარესდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმნდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ვითარება ფრონტებზე <...> მეტად დინამიურია და ნათლად მეტყველებს კიევის რეჟიმის მდგომარეობის პერსპექტივებზე, რომელიც დღითი-დღე გარდაუვლად გაუარესდება“, — აღნიშნა მან ბრიფინგზე.
როგორც მან თქვა, კიევის მოსაზრება, თითქოს კრაინას ომის მოგება შეუძლია, მცდარია.
ამასთან პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ღიაა კონფლიქტის დარეგულირებისთვის პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით, და რომ მოლაპარაკებებში გაჩენილი პაუზა მოსკოვის ბრალი არ არის.
„სიტუაცია გაიყინა. ეს ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენს თანამოსაუბრეებს არ სურთ საუბრის გაგრძელება და ყველანაირად აღიზიანებენ ევროპელებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ უკრაინას ომში გამარჯვება და თავისი ინტერესების სამხედრო საშუალებებით დაკმაყოფილება შეუძლია“, — დაამატა პესკოვმა.