თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში დაახლოებით 12 ათას ადამიანს 15 ათას ლარზე მეტი ხელფასი ჰქონდა, აქედან 1,1 ათასი ადამიანის ანაზღაურება 50 ათას ლარს აჭარბებდა, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, 1,1 ათასი ადამიანიდან 124-ს 70 ათას ლარზე მეტი ხელფასი ჰქონდა, 91 ადამიანს 80 ათას ლარზე მეტი, 51 ადამიანს 90 ათას ლარზე მეტი, ხოლო 286 ადამიანს 100 ათას ლარზე მეტი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 220,2 ათასი ადამიანის ხელფასი 1 ათას ლარზე ნაკლებს შეადგენდა, 67,9 ათასი ადამიანის ხელფასი კი 1-დან 1,2 ათას ლარამდე შეადგენდა.
1,2 ათასიდან 2,4 ათას ლარამდე ხელფასი 348,3-ათასმა ადამიანმა მიიღო.
საქართველოში საშუალო ნომინალურმა თვიურმა ხელფასმა 2025 წლის სექტემბერში 1,970 ლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,5%-ით (204 ლარით) მეტია.
საქართველოში საარსებო მინიმუმი ერთ სულ მოსახლეზე 260,3 ლარს შეადგენს.