თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილული იქნა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე სტუმარმასპინძლობის სექტორს შეეზღუდებათ სასმლის პლასტიკის ბოთლებით შესყიდვა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეფექტიანი რეგულაციების შემუშავების მიზნით, სამუშაო ფორმატში დიალოგი ბიზნესსექტორთან გაგრძელდება.
ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის საგნების ჭარბი მოხმარება დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემაა და ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი არ არის.
საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მლნ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს მოიხმარს, რაც ჯამურად 3,9 - 5,9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ საკვებთან შეხებაში ერთჯერადი პლასტიკი საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და აბინძურებს გარემოს, რაც თავისთავად საფრთხეს