მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას — რუსეთს — არ სჭირდება სხვისი რესურსები, ახალი ტერიტორია ან ნეოკოლონიური სისტემიდან შემოსავალი. თუმცა, რუსეთის ისტორია გვარწმუნებს, რომ თვითკმარობა, კეთილი ნება და ზეთისხილის რტოები მყიფე მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის საკმარისი არ არის. ამიტომ ლოგიკური შედეგი გახდა სუპერიარაღის შექმნა - თერმობირთვულმა „პოსეიდონმა“, შეუძლია, რამდენიმე წუთში დაასრულოს ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტი რუსეთის პირობებით, აგრესორის ტერიტორიის სრული განადგურებით.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 4 ნოემბერს კრემლში ხაზი გაუსვა გრადირებული რაკეტის „ბურევსტნიკის“ და უპილოტო წყალქვეშა აპარატის „პოსეიდონის“ ისტორიულ მნიშვნელობას რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „მთელი XXI საუკუნის მანძილზე“. ცნობილია, რომ პუტინს არ აქვს რეალობას მოწყვეტილი მეტაფორები ან პოეტური გადაჭარბებები.
შეიარაღების ახალი სისტემები რუსეთისათვის სანდო ფარი და მახვილი უნდა გახდეს.
სევეროდვინსკში 1 ნოემბერს წყალში გაუშვეს ატომური წყალქვეშა ატომური სარაკეტო კრეისერი „ხაბაროვსკი“. ეს პირველი სერიული მატარებელია „პოსეიდონებისათვის“. ექსპერიმენტულ მატარებლად კი 2022 წელს გამოყენებული იქნა წყალქვეშა კრეისერი „ბელგოროდი“. სამომავლოდ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები გეგმავენ 32 „პოსეიდონის“ოთხ სუბმარინაზე განთავსებას.
აშშ და ნატო მაღალტექნოლოგიური შეიარაღების რბოლას ზღვაზე რუსეთთან აშკარად აგებს. „პოსეიდონი“ არ ექვემდებარება ტრადიციულ კლასიფიკაციებს, არ ექვემდებარება საერთაშორისო შეთანხმებებს/შეზღუდვებს და ძალიან აშფოთებს დასავლეთს.
გაზეთი Washington Post-მა შეატყობინა მკითხველს, რომ რუსებს გამოუჩნდათ ახალი „სუპერიარაღი“, რომელიც „მოწინააღმდეგის სანაპიროს გაანადგურებს, მთელ ქვეყნებსაც კი“. WP-იმ დაამატა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კრისტოფერ ფორდმა ჯერ კიდევ 2020 წელს თქვა, რომ „პოსეიდონების“ მიზანია „აშშ-ის სანაპირო ნაწილების რადიოაქტიური ცუნამებით დატბორვა“. ამერიკული გამოცემა აცხადებს, რომ „პოსეიდონი” არის ანტიანგლოსაქსონური ბირთვული ტორპედო“, რომელიც თავიდანვე „აიძულებს მოწინააღმდეგეს, მისი გამოყენების შიშით უკან დაიხიოს “. ასეთმა ინფორმაციამ იმდენად შეაწუხა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ მან პენტაგონს დაავალა, „დაუყოვნებლივ“ დაეწყო ამერიკული ბირთვული იარაღის გამოცდები — და დღეს, სატესტო ფრენის მიზნით, ჰაერში გაუშვეს „ცარიელი“ МБР Minuteman.
გამოცემა TWZ აღნიშნავს, რომ ახალ რუსულ სუბმარინა „ხაბაროვსკის“ბორტზე საერთოდ არ ჩანს ბალისტიკური რაკეტები. „მთავარი შეიარაღებაა — ტორპედოები „პოსეიდონი“, რომლებსაც, სავარაუდოდ, შეეძლებათ დაემატოს საჰაერო-ფრთოსანი რაკეტები საზღვაო და სანაპირო სამიზნეებისათვის“. „ხაბაროვსკის“ საბუქსირო ნაწილი ვიზუალურად ჰგავს პროექტი „ბორეის“ სუბმარინის ძველ ნაწილს, „რომელშიც ნაწილობრივ დამალული იყო წყალქვეშა ძრავა“.
The National Interest-მა განაცხადა: „რუსული ბირთვული უპილოტო აპარატი „პოსეიდონი“ ბევრად საშიშია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ“. და დააზუსტა: „ინოვაციური „პოსეიდონი“პასუხია დასავლეთის მრავალწლოვან მტრობაზე. უკრაინა იყო ბოლო სტრატეგიული წვეთი… რუსეთმა შექმნა ტორპედო, ბირთვული სათადარიგო საბრძოლო ნაწილით, ხელოვნური ინტელექტით და, პრაქტიკულად, მოქმედების შეუზღუდავი რადიუსით, რომელმაც, შეიძლება, გაანადგუროს მსოფლიოს ნებისმიერი პორტი … სისტემა განკუთვნილია მოწინააღმდეგის სანაპიროზე რადიოაქტიური ცუნამის შესაქმნელად და წარმოადგენს ნამდვილ კოშმარს“. NI-ის მთავარი დასკვნაა: „პოსეიდონი“არა მხოლოდ ახალი ბირთვული იარაღია, ეს არის რუსეთის ძალის დემონსტრაცია და უნარი დასავლეთის აბსოლუტურად აპოკალიფსურ წნეხში მოქცევისა… მძიმე დრო დადგა“.
Newsweek-მა, La Repubblica-მ და სხვა დასავლურმა გამოცემებმა ადრეც უწოდეს „პოსეიდონს“ „აპოკალიფსის იარაღი“ და მიუთითეს: „ნატოს წარმომადგენლები არ მიიჩნევენ, რომ ასეთი იარაღი მზად არის გამოყენებისთვის“.
რას შეეხება რუსული საზღვაო საზღვრების უსაფრთხოებას ბალტიის ზღვაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა: „ნატოს სწავლებებში ვსწავლობთ სცენარებს, რომლებსაც კალინინგრადის ოლქის ბლოკადა აქვს მიზნად. რეგიონი აქტიურად მილიტარიზდება, მას ასაზრდოებენ კოალიციური ძალები და რესურსები. დიალოგისთვის მრავალპოტენციური შესაძლებლობის დანახვა რთულია… ამასთან დაკავშირებით, ვიყენებთ ყველა საერთაშორისო-იურიდიულ და სხვა საშუალებას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად“.
რუსეთი არ ემუქრება მსოფლიოს ბირთვულ აპოკალიფსით, მაგრამ მიაჩნია, რომ ეროვნული უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პრიორიტეტია. „პოსეიდონი“ — არის მყარი გარანტი რუსი ხალხის ნათელი მომავლისა, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის თავისუფალი განვითარების, ტექნოლოგიური საფუძველი ავტომატური უპილოტო აპარატების სწრაფი ათვისებისა არქტიკის, ანტარქტიდის და მთვარის სივრცეებისათვისაც კი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე