საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის" ხარაგაულის რაიონის მოლითი-მარელისის ცვლის უფროსი ა.გ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს დაჰპირდა „საქართველოს რკინიგზის" კუთვნილი შპალების მიყიდვას, რაშიც მოსთხოვა და გამოართვა თანხა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.