თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. აჭარის, იმერეთისა და კახეთის  რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 5.111 ცხოველიდან  სურსათის ეროვნულმა სააგენტოს თანამშრომლებმა ბუნებრივ არეალში 4.772  დააბრუნეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიება მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის  საპილოტე პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. კერძოდ, სააგენტოს ეკიპაჟებმა  აჭარაში - 923 ძაღლი და 24 კატა; იმერეთში - 1.844 ძაღლი და 10 კატა; კახეთში - 2.246 ძაღლი; ბორჯომის მუნიციპალიტეტში - 64 ძაღლი აიყვანეს. სა 339 ცხოველს კი ბუნებრივ  არეალში ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დააბრუნებენ.
ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი მანიპულაციები:
4.0780 აიცრა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით;
4.772 ჩაუტარდა სტერილიზაცია/კასტრაცია;
5.083 გაუკეთდა იდენტიფიკაცია, დაედო საყურე ნიშანი.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში  უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის  საპილოტე პროგრამა აგვისტოში დაიწყო. პროგრამა მიუსაფარი ცხოველების  იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ  ტესტირებას და ვაქცინაციას ითვალისწინებს.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ  ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას.  ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო/მიკედლებული ცხოველის  ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი  მანიპულაციების ჩასატარებლად.
პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ.
პროგრამა დღეისათვის მოიცავს აჭარას, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.