ჰელოუინი – როდესაც აღნიშვნის სურვილი ეკლესიურ დოგმაზე ძლიერია

ჰელოუინი ბევრ ქვეყანაში აღინიშნება 31 ოქტომბერი-1 ნოემბრის ღამეს და მისი ისტორია ორი ათას წელზე მეტს ითვლის.
Sputnik
დღესასწაული წარმოიშვა ქრისტიანობამდელი ეპოქიდან, როდესაც ინგლისში, ირლანდიასა და ჩრდილოეთ საფრანგეთში მცხოვრები კელტური ტომები აღნიშნავდნენ ახალი წლის დადგომას. ლეგენდის თანახმად, ბოროტი სულები ამ ღამეს მოდიოდნენ დედამიწაზე და ადამიანებს სჯეროდა რომ ბოროტ სულებს დააფრთხობდნენ საშინელი კოსტიუმების ჩაცმით და კოცონის დანთებით.
საქართველოში ჰელოუინის აღნიშვნა ბოლო წლებში ტრადიციად იქცა. მრავალი რესტორანი, კაფე-ბარი და სხვა გასართობი ადგილები ჰელოუინის ღამეს კარებს აღებენ მისტიკურ და დემონურ კოსტიუმებში გამოწყობილი სტუმრებისთვის, ქმნიან შესაფერის ატმოსფეროს ჰელოუინისთვის დამახასიათებელი სიმბოლოების გამოყენებით.