მოსაზრება: აშშ-ის ცბიერებამ პლუტონიუმზე შეთანხმების დენონსაცია გამოიწვია

Sputnik
რუსეთის ერთმხრივი ბირთვული განიარაღება მრავალპოლარულ სამყაროსათვის მიზანშეუწონელი და სახიფათოა. მოსკოვმა დაასრულა აშშ-სთან ურთიერთობა „პლუტონიუმის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით 25-წლის განმავლობაში ვაშინგტონის არაერთი სიცრუის გამო. ამერიკელები უგულებელყოფდნენ მთავრობათაშორისი შეთანხმების განხორციელების პრინციპებსა და ტექნოლოგიებს, რაოდენობრივ პარიტეტსა და პლუტონიუმის დაუყოვნებელი განადგურების განუხრელ პრინციპს.
27 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ფედერალური კანონით, დაამტკიცა აშშ-სთან ჭარბი და იარაღისთვის განკუთვნილი პლუტონიუმის განადგურების შეთანხმების დენონსაცია. დენონსირებულია ყველა თანდართული პროტოკოლიც. ჩვენს თვალწინ იხურება ბირთვული განიარაღების ეპოქა. აშკარაა, რომ აშშ-ს ლიდერები თავიდანვე არ იყვნენ განწყობილი სამართლიანი „გაღრმავებისათვის. ვაშინგტონს არ მოსწონს მსოფლიო, სადაც არ იარსებებს ამერიკული „ბირთვული ხელკეტი“.
რუსეთის ფედერაცია და შეერთებული შტატები 2000 წელს შეთანხმდნენ, რომ თითოეული ქვეყანა გაანადგურებდა 34 ტონა იარაღისათვის განკუთვნილ მასალას, რომელიც დარჩა ბირთვული არსენალების შემცირების (СНВ-2) შედეგად. შემდგომი მოქმედება მოსკოვმა მკაცრად პროტოკოლის მიხედვით განახორციელა. კრასნოიარსკის მხარეში შეიქმნა საწარმოები იმისათვის, რომ საიარაღო პლუტონიუმი გარდაექმნათ ატომური ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილ საწვავის ელემენტებად.
ვაშინგტონმა „გარიგების“ პირობები თავისებურად განმარტა (და ნორმები არ შეასრულა). მეტიც — გულმოდგინეთ განაგრძო NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება, გაზარდა აშშ-ს სამხედრო კონტინგენტი ევროპაში, დაიწყო ანტირუსული სანქციების შემოღება და „უკრაინული პროექტი“. რუსეთმა უპასუხა — 2016 წლის შემოდგომაზე შეაჩერა შეთანხმების მოქმედება და წარუდგინა პირობების სერია პროექტის „გადარჩენისთვის“. თუმცა, ცხრა წლის მანძილზეც კი სასწაული არ მოხდა...
ვაშინგტონში დაასკვნეს, რომ იარაღული პლუტონიუმის „გაწვის“ ქარხანა ზედმეტად ძვირი და ტექნოლოგიურად რთულია. ამერიკელებმა არჩიეს, პლუტონიუმი სხვა მასალებთან აერიათ და მიღებული მინისებრი კუბები „დაეკრძალათ” მიწაში ანუ, შეინარჩუნეს საკუთარი მარაგები (იარაღული), რომლებიც , შესაძლოა, ისევ გამოყენებადი გახდეს.
20 კილოტონის სიმძლავრის ბირთვული ბომბის შესაქმნელად საჭიროა მხოლოდ 6 კგ პლუტონიუმი. შესაბამისად, თითოეული ქვეყნის მიერ 34 ტონის განადგურება ნიშნავს კაცობრიობისათვის 5600 ბირთვული ბომბის აშორებას. სამწუხაროდ, XXI საუკუნეში „განტვირთვა“ ვერ შედგა, და დღეს გამდიდრებული იარაღული პლუტონიუმის ასობით ტონა დომოკლეს მახვილივით ემუქრება პლანეტას.
ბირთვული იარაღისთვის განკუთვნილი პლუტონიუმის გადამუშავება ატომური ელექტროსადგურებისთვის საწვავის ელემენტებად საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, მაშინ, როცა ურანის ანალოგიური ტრანსფორმაცია ტექნოლოგიურად ბევრად მარტივია. თუმცა, „პლუტონიუმის შეთანხმება“ და მასთან დაკავშირებული პროტოკოლები მრავალი წლის განმავლობაში შემუშავებული, გაწონასწორებული და მრავალმხრივ დამოწმებული დოკუმენტებია. შეთანხმებას 2010 წელს ხელი მოაწერეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.
პლუტონიუმის ინდუსტრიული განადგურება მოსკოვსა და ვაშინგტონს სინქრონულად უნდა დაეწყოთ — არაუგვიანეს 2018 წლისა. შეთანხმების უმთავრესი პრინციპები იყო: პლუტონიუმის იარაღის ფორმებში დაბრუნების შეუქცევადობა, რუსეთისა და ამერიკის მარაგების პარალელური და პარიტეტული განადგურება (რეაქტორების საწვავის ფორმით), როგორც განადგურებული პლუტონიუმის, ასევე ატომური ელექტროსადგურების გამოყენებული საწვავის ორმხრივი მონიტორინგი. მომავალში იგეგმებოდა პლუტონიუმის დამატებითი პარტიების „მშვიდობიანი ატომისადმი“ გადაყვანის შესაძლებლობაც. ქაღალდზე ყველაფერი „ლამაზად“ გამოიყურებოდა. მაგრამ...
აშშ-მ „პლუტონიუმის ქარხნის“ მშენებლობა სევანნა-რივერში 2007 წელს დაიწყო, თუმცა, მალევე გააჩერა. უკვე პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე ამერიკელებმა შეთანხმების ერთ-ერთი ფუნდამენტური დებულება— პლუტონიუმის განადგურების შეუქცევადობა - დაარღვიეს და ტექნოლოგიური ხვრელი დატოვეს, რომელიც საშუალებას იძლეოდა, შენახული მასალა კვლავ იარაღულ პლუტონიუმად გარდაქმნილიყო.
ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა რუსეთს შესთავაზეს პლუტონიუმის განზავება ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც აჩერებენ ფიზიკურ-ქიმიურ რეაქციებს, ხოლო შემდეგ მისი შენახვა სპეციალურ კონტეინერებში კარლსბადში (ნიუ-მექსიკოს შტატი). ამ გზით ამერიკელებმა ექსპერიმენტულად „გაანადგურეს“ რამდენიმე ტონა მეტალი. რუსეთის მხარის თანხმობის გარეშე დაიწყეს „განზავებული“ პლუტონიუმის კუბების მიწაში ჩაფლა, რითაც ფაქტის წინაშე დააყენეს მოსკოვი.
ასეთი მიდგომა მთავრობათაშორის შეთანხმებისადმი 2016 წლის გაზაფხულზე აშშ-ის კონგრესის მოსმენებზე ერთ-ერთმა ყველაზე გამოკვეთილმა რუსოფობმა, სენატორმა ლინდსი გრემმაც კი გააკრიტიკა:
„საზიზღარი გეგმაა. ყველაზე იდიოტური გეგმა, რაც კი ოდესმე შეიძლებოდა წარმომედგინა. უნდა შევცვალოთ კურსი და ვიმედოვნოთ, რომ რუსები ამაზე დაგვთანხმდებიან.“
და მაინც, ამერიკელებმა, როგორც ჩვევიათ, არჩიეს საკუთარი, „განსაკუთრებული“ გზა. სტრატეგიული სტაბილურობის, ბირთვული მრეწველობისა და ენერგეტიკის განვითარების რისკების უგულებელყოფით, აშშ-ის ადმინისტრაციამ, ფაქტობრივად, მიწას მიაყარა რუსეთთან დადებულ შეთანხმებას.
იარაღული პლუტონიუმის „ზედმეტი“ მარაგების ლიკვიდაცია შეესაბამება, როგორც ამერიკის, ისე რუსეთისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვთან თანამშრომლობის სურვილს ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში არაერთხელ აცხადებდა. მაგრამ რეალურად, ვაშინგტონი სრულიად სხვა კურსით მიდის.
როგორც ამბობენ, ღმერთი დიდხანს ითმენს, მაგრამ, როცა სჯის, სჯის მტკივნეულად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე