ინსულტი ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით არის განპირობებული, რაც ტვინის უჯრედების სიკვდილს იწვევს. იგი უკიდურესად საშიში დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის მიზეზით მეორე ადგილზეა, საქართველო კი ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობით მსოფლიოში 73-ე ადგილზეა.
დაავადება დომინირებს 65 წელს ზემოთ ადამიანებში, თუმცა, იგი შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს.
80%-მდე ადამიანების, ვინც ინსულტი გადაიტანა, ინვალიდია. რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია არტერიული წნევის კონტროლიდა ექიმთან კონსულტაცია ისეთი სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა სისუსტე კიდურებში, ძლიერი თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა.