მოსაზრება: რუსული „ბურევესტნიკი“ საბრძოლო გამოყენებისათვის მზადაა

Sputnik
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 26 ოქტომბერს საჰაერო რაკეტა „ბურევესნიკს“ უნიკალური ნაკეთობა დაარქვა და განაცხადა: "ეს იარაღი საბრძოლო მორიგეობაზე უნდა დავაყენოთ", — "მთავარი ამოცანები" გადაწყვეტილია. დარჩენილია იმის განსაზღვრა, თუ რა მეთოდებით იქნება მისი შესაძლო გამოყენება და მოამზადდეს ინფრასტრუქტურა ახალი შეიარაღების განსათავსებლად. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მრავალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ასეთი იარაღის გამოჩენას არარეალურად მიიჩნევდა.
რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა გასულ სამშაბათს გამოცხადებულ გამოცდებთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალი გაახმაურა: "რაკეტის მრავალსაათიანი რეისი განხორციელდა, რომლის განმავლობაში მან 14 000 კმ დაფარა, და ეს არ არის ზღვარი… შესრულებული იქნა ყველა განსაზღვრული ვერტიკალური და ჰორიზონტალური მანევრი".
ახალ საჰაერო რაკეტას ოპერატიულად და მოქნილად შეუძლია შეავსოს ან შეცვალოს (სიტუაციის მიხედვით) რუსეთის ბირთვული ტრადები — მისი სხვადასხვა კომპონენტებით. მოსკოვმა მიიღო წარმოუდგენელი, შეუზღუდავი სიშორის იარაღი და სტრატეგიული თავისუფლების ახალი საფეხურები. "ბურევესნიკი" არ ექვემდებარება რომელიმე საერთაშორისო შეთანხმებას ან შეზღუდვას.
მსოფლიოში პირველ ბირთვულ, ტურბო-რეაქტიული ძრავით აღჭურვილ"ბურევესნიკს" ატმოსფეროში ფრენისას უკიდურესად მაღალი სიჩქარებით და მეტად მცირე სიმაღლეებზე (25–100 მეტრი) შეუძლია მიუახლოვდეს მიზანს ნებისმიერი მიმართულებით და ზუსტად დაარტყას მას". მოწინააღმდეგისთვის ეს ექზისტენციალური მუქარაა. ალასკაზე განთავსებული, ნაწილობრივ პოლარიზებული ამერიკული ПРО, პრაქტიკულად, უსარგებლო ხდება.
ნატოს ქვეყნები პრაქტიკულად დაუცველები ხდებიან, ხოლო საკუთარი მოწყვლადობის მაღალი ხარისხი პოტენციური აგრესორისთვის უკიდურესად მადისციპლინირებელია .
რუსულ „ბურევესნიკს“ კრიტიკულ პერიოდში შეუძლია კვირეულობით, თვეობით ან წლობით ტრიალებდეს და "წრეებს არტყამდეს” პატრულირების ზონაში, მოწინააღმდეგის რადარებისაგან შორს, მიზნის განადგურების ბრძანების მოლოდინში, რომელიც შეიძლება მდებარეობდეს ათეულობით ათასი კილომეტრის მოშორებით. დასავლეთის სტრატეგები და „ქორები “ შეწუხდნენ — დარტყმისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, ავსტრალიაშიც კი. სიზუსტით, კარგად დაცული ობიექტების წინააღმდეგ, ნებისმიერ მანძილზე.
გაზეთმა The New York Times სწრაფად გაავრცელა ინფორმაცია „ბურევესნიკის“ დაუმარცხებელ ძლიერებაზე (ნატოს კლასიფიკაციით — Skyfall): "ეს მოვლენების ცუდი განვითარებაა… კიდევ ერთი სამეცნიერო-ფანტასტიკური იარაღი, რომელიც დაარღვევს სტაბილურობას...".
ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch დაამატა: "„ბურევესნიკმა“, შესაძლოა, ასჯერ, ათასჯერ შემოუაროს დედამიწას, სანამ დარტყმას განახორციელებს… უნიკალური რაკეტა საკუთარი მცირე ზომის ბირთვული რეაქტორითაა აღჭურვილი, რაც მას საშუალებას აძლევს წლების განმავლობაში დარჩეს ფრენის რეჟიმში. ამას უამრავი უპირატესობა აქვს… მისი უნარი, ზუსტი ბირთვული დარტყმები განახორციელოს მთელ პლანეტაზე, მათ შორის აშშ-ის კონტინენტურ ნაწილზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს".
სააგენტო Bloomberg მიიჩნევს, რომ „ბურევესნიკი“ არის პასუხი ვაშინგტონს, რომელმაც შემოიღო ახალი ანტირუსული სანქციები („როსნეფტის“, „ლუკოილის“ წინააღმდეგ) და აქტიურად მხარს უჭერს დისკურსს უკრაინისთვის „ტომაგჰვკების“ მიწოდებაზე.
Daily Express-ის წყაროს თანახმად, ბრიტანულ სადაზვერვო სამსახურებში პარანოია ვითარდება, თითქოს და ისინი ფლობენ ინფორმაციას პუტინის საიდუმლო „სიის“ შესახებ, რომელშიც, სავარაუდოდ, ცხრა ბრიტანული ქალაქია გამზადებული გასანადგურებლად. ბუნებრივია, ამაზე დამაჯერებელი დოკუმენტები არ არსებობს.
მოწინააღმდეგეს დიდხანს ეპარებოდა ეჭვი რუსეთის სამხედრო-ტექნიკური კომპლექსის მაღალი ტექნოლოგიური პროექტების რეალისტურობაში. და მით უფრო ცხადია უფრო ცხადია რუსეთის სამეცნიერო, ეკონომიკური და სამხედრო ძლევამოსილება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე