70 წელს ზემოთ მამაკაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

Sputnik
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სამეგრელოში 70 წელს გადაცილებული მამაკაცი 15 წლამდე გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გოგონას წლების განმავლობაში ავიწროებდა და ფაქტის გამხელის შემთხვევაში, ახლობლების მოკვლით ემუქრებოდა. საბოლოოდ, გოგონამ მომხდარი თანაკლასელს გაუმხილა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი პოლიციისთვის დანაშაულის შესახებ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.