წვიმა, ქარი და ელჭექი: სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, 29 ოქტომბერს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. ასევე ნავარაუდევია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე ნავარაუდევია 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).