თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. დაზიანებული მუხის მასალა საბაჟო-გამშვები პუნქტ „სადახლოდან" ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 25 კუბური მეტრი მუხის დახერხილი მასალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვებ პუნქტის ტერიტორიაზე იქნა შეჩერებული.
„სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა კერძოდ, მუხის მასალაზე მწერებით გამოწვეული დაზიანება გამოვლინდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილების შესაბამისად, დაექვემდებარა.