რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - სექტემბრის მონაცემები

ბაზრის მოცულობა 25,1%-ით, 310 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. 2025 წლის სექტემბერში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 14,9%-ოთ გაიზარდა - გაყიდულია 4,1 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
ბაზრის მოცულობა 25,1%-ით, 310 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. გარდა ამისა, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 17.1%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში - 8,3%-ით.
2025 წლის სექტემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 24%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 13,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა (დაახლოებით 1169 დოლარამდე კვ მ), ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 5,6%-ით მოიმატა.
2025 წლის ივლისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 10,6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 10,3%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 5,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა (1238 დოლარამდე კვ მ).
კომპანიის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში თბილისში საცხოვრებელ ბინებთან დაკავშირებული ტრანზაქციების რაოდენობამ 10.655 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 4,8%-ით მეტია.
ბაზრის მოცულობა 17,1%-ით გაიზარდა და 827 მილიონ დოლარს მიაღწია.
კომპანიის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა 2023 წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა - 41,3 ათასი ბინა გაიყიდა. საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 12%-ით გაიზარდა და 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.