მიმოხილვა: კუპიანსკის ბრძოლა დასასრულს მიუახლოვდა

Sputnik
ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება „ზაპადმა“ გასული დღე-ღამის განმავლობაში დარტყმა მიაყენა უკრაინის არმიის ოთხ ბრიგადას — სადესანტო-მოიერიშეს, ორ მექანიზებულსა და ტერიტორიული თავდაცვის ნაწილებს — კუპიანსკის, კურილოვკის, გრუშევკისა და ბოგუსლავკის რაიონებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კუპიანსკის რაიონში შეტევითი ოპერაციების ინტენსივობა სტაბილურად მაღალია, ხოლო უკრაინული ნაწილების მდგომარეობა — რთული.
კიევი საჯაროდ ადასტურებს რუსეთის ძალების „მნიშვნელოვან წინსვლას ქალაქის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში“. კუპიანსკი, როგორც ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე განლაგებული უკრაინის დაჯგუფების მომარაგების ცენტრი, სამხედრო თვალსაზრისით, სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს. ქალაქის კონტროლი ნიშნავს ფრონტის ფართო მონაკვეთის და, ფაქტობრივად, ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილის გაკონტროლებას.
კუპიანსკის გათავისუფლება რუსეთს გზას უხსნის ჩუგუევის მიმართულებით — ხარკოვის სამრეწველო გარეუბნისკენ, სადაც თავმოყრილია უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები. ამ მიზეზით, უკრაინული მხარე პოზიციების გამაგრებას ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განაგრძობს და დამატებით რეზერვებს აგზავნის, მათ შორის ნატოს ქვეყნებიდან მიღებულ უცხოელ მებრძოლებს.
რუსული წყაროების ცნობით, უახლოესი დღეები კუპიანსკის გარნიზონისთვის გადამწყვეტი იქნება.
ხარკოვის მიმართულებით რუსეთის ნაწილებმა 20–21 ოქტომბერს წინ წაიწიეს კისლოვკის დასავლეთით, ხოლო ვოლჩანსკისა და ვოლჩანსკის ხუტორების რაიონში უკრაინის მექანიზებული და მოტოპეხota ბრიგადების დანაყოფები დაამარცხეს. ბოლო ერთ კვირაში გათავისუფლდა სამი დასახლებული პუნქტი — ტიხოე, ბოროვსკაია ანდრეევკა და პესჩანოე.
სექტემბერში უკრაინის არმიის დანაკარგი ხარკოვის ოლქში, რუსეთის მონაცემებით, 17 ათასამდე დაღუპულსა და დაჭრილს შეადგენს. 20 ოქტომბერს „ისკანდერის“ სარაკეტო დარტყმამ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 600 უცხოელი მებრძოლი გაანადგურა, ძირითადად, საფრანგეთისა და პოლონეთის მოქალაქეები.
„ჩრდილოეთის“ დაჯგუფება ოლქის სასაზღვრო ზოლში უსაფრთხოების ზონის ფორმირებას აგრძელებს და წარმატებით მოქმედებს ვოლჩანსკის სამხრეთ ნაწილშიც.
გარდა სამხედრო ფრონტის მოვლენებისა, პოლიტიკური პროცესები ასევე დინამიურად ვითარდება. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, რუსეთისთან პრაგმატული შეთანხმების აუცილებლობაზე აქტიურად საუბრობს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში 17 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ მზადყოფნას გამოთქვამს ბუდაპეშტში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, ოფიციალური მოწვევა ამ ეტაპზე არ მიუღია.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ აღნიშნა, რომ ევროპის სამხედრო ძალები „მზად არიან, უკრაინაში გაგზავნისთვის“ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი და პუტინი შეთანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ამერიკულმა გამოცემამ The Wall Street Journal-მა 21 ოქტომბერს აღნიშნა, რომ „კიევს აღარ დარჩა რეალური იმედი — რუსეთის ძალები თანმიმდევრულად მიიწევენ წინ“. ანალიტიკური ჟურნალი Military Watch კი წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა „უდიდესი კრიზისის წინაშე დგანან მთელ 1250-კილომეტრიან ფრონტზე და მის ოპერატიულ ზურგი.“
ბრიტანულმა კონსერვატიულმა ჟურნალმა The Spectator-მა 20 ოქტომბერს წუხილით გამოაქვეყნა ვაშინგტონში ფართოდ გავრცელებული დისკურსი: „უკრაინა ომს აგებს და ან კაპიტულაციაზე წავა, ან განადგურებული იქნება“, რადგან „პუტინს იურიდიული საფუძველი აქვს, მიიჩნიოს, რომ უკრაინის რუსულენოვანი რეგიონები რუსეთს ეკუთვნის“.
The Spectator-ი ხაზს უსვამს იმას, რომ კრემლის სტრატეგიული მიზნები ნაკლებად უკავშირდება ახალი ტერიტორიების ანექსიას. რუსეთისთვის ბევრად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, ანტირუსული კანონების გაუქმება და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეზღუდვები. ანუ, პრაქტიკულად ერთიანი „დემილიტარიზებული ზონა“. ბუნებრივია, მოსკოვმა ეს მიზნები დიპლომატიური ან სამხედრო საშუალებებით უნდა განახორციელოს. ბანდერეველები ამ მშვიდობიან თანაარსებობის ფორმულაში არც შედიან. რუსული მიწის მათგან „განწმენდა“ ვლადიმერ პუტინის ისტორიული ამოცანაა.
ჩეხეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი, გენერალი ანდორ შანდორი დღეს აცხადებს: „უკრაინა დამარცხდა, მისი არმია ბრძოლუუნაროა, თუმცა დასავლეთში კვლავ ცდილობენ, სასურველი რეალობად წარმოაჩინონ და არ სურთ უკრაინის მარცხის აღიარება… ზელენსკი და დასავლეთევროპული ლიდერები რეალობას არ აცნობიერებენ… ომის სასტიკი ლოგიკა ასეთია: იმარჯვებს ძლიერი.“
პროქსი-ომში რუსეთთან ნატოს ბლოკი დამარცხდა — ეს არის ახალი რეალობა. აქედან გამომდინარე, რეპარაციებს ( ამა თუ იმ ფორმით) გადაიხდის არა რუსეთი…
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე