თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან 5 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა გლდანში, გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი აივნიდან გადმოვარდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო.