რუსული სამხედრო დაჯგუფება „ცენტრის“ დანაყოფები 19 ოქტომბერს მირნოგრადში სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შევიდნენ, ქალაქისკვარტალებში გამაგრდნენ და მძიმე ბრძოლებს აწარმოებენ რკინიგზის ხაზის გასწვრივ, რომელიც პოკროვსკისკენ მიდის.
დასავლეთით რუსეთის შეიარაღებული ძალები პოკროვსკისორ მესამედს აკონტროლებენ, სადაც 18 ოქტომბერს რკინიგზისსადგური და მიმდებარე შენობები გაიწმინდა. მანამდე რუსულმა მოიერიშე დანაყოფებმაქალაქის ცენტრალური ნაწილი გაათავისუფლეს, რომელიც შემოსაზღვრულია რკინიგზის, შოსეის, ევროპისა და უკრაინის დამცველთა ქუჩებით. აქ ადმინისტრაციულიუწყებები, მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი, ინსტიტუტი და სამკერვალო ფაბრიკა მდებარეობს.
უკრაინული გარნიზონი განწირულია, მან ქალაქის ბრძოლებში უაღრესად ბევრი, 3000-ზე მეტი, სამხედრო დაკარგა. პოკროვსკის სარდაფები დაღუპულიუკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებითაა გადავსებული.
რუსული ჯარების მოქმედებით, ყალიბდება მასშტაბური პოკროვსკო-მირნოგრადის „ქვაბი“, სადაც შეიძლება ერთდროულად რამდენიმე უკრაინული ბრიგადა მოექცეს. მოწინააღმდეგის ლოგისტიკა დაბლოკილია, ხოლო ალყიდან მხოლოდ ცოტას თუ ექნება გასვლის შესაძლებლობა. რუსეთის ავიაციის, არტილერიისა და FPV დრონების დარტყმების სიმჭიდროვე და ინტენსივობა (დღით და ღამით) უკიდურესად მაღალია.
ჩრდილოეთით რუსეთის ძალები შეტევას ავითარებენ დობროპოლიესა და დრიჟკოვკის მიმართულებით, კრამატორსკისკენ გასვლის პერსპექტივით. მოწინააღმდეგის რეზერვების განადგურების პროცესში, „ცენტრის“ შტურმის დანაყოფებმა გააკონტროლეს რამდენიმე შენობა ახალი დონბასის აღმოსავლეთ გარეუბანში და წინ მიიწევენ დასახლებული პუნქტის სიღრმეში. მიმდინარე ოპერაციის დინამიკა საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ პოკროვსკო-მირნოგრადის აგლომერაციის გათავისუფლება უკვე ნოემბერში მოხდება.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მოწინააღმდეგის უზარმაზარი „რკინის არმადა“ გაანადგურეს: 950 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 633 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 91 300-ზე მეტი უპილოტო აპარატი, 1600 ერთეული ჯავშანტექნიკა ზალპური ცეცხლის სისტემებით, 25 580 ტანკი და სხვა საბრძოლო მანქანა, 30 620 არტილერიისერთეული.
არ არის გასაკვირი, რომ დასავლეთის მრავალი ანალიტიკოსი 2025 წლის შემოდგომაზე აღიარებს რუსეთის საჰაერო დარტყმების და მექანიზებული ოპერაციების დამანგრეველ ეფექტიანობას, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების კატასტროფულ მდგომარეობას დონბასში.
გერმანული გამოცემის „ბილდის“ სამხედრო მიმომხილველმა იულიან რეპკემ 17 ოქტომბერს აღნიშნა: „პოკროვსკი – დასრულებულია, ქალაქის ცენტრში რუსულ დრონებს ტყვედ აჰყავთ მუხლებზე მდგარ უკრაინელ ჯარისკაცებს.“ რუსული შეტევის აჩქარების შესახებ განაცხადეს ომის კვლევის ინსტიტუტის, პროექტ DeepState-ის ანალიტიკოსებმა და ფრონტის ბლოგერებმა.
კოლექტიურ დასავლეთს უტყდება ფული და იარაღი, მთავრდება ურფინ ჯუსის „ჯადოსნური ფხვნილი“ უკრაინის „ხის ჯარისკაცებისთვის“ - რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული პროქსი-ომისთვის. როგორც ცნობილია, ახალ მსოფლიოს წესებს ყოველთვის გამარჯვებული წერდა…
დიდი ბრიტანეთის გენშტაბის ყოფილი უფროსი, დევიდ რიჩარდსი The Independent-თანინტერვიუში აცხადებს: „უკრაინა ვერ დაამარცხებს რუსეთს და უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები კრემლთან მშვიდობის პირობებზე.“ გენერლის აზრით, კიევმა „დასავლელი მოკავშირეებისგან ცრუ იმედი მიიღო და ვერ შეძლებს, რუსეთის ჯარების განდევნას უკრაინის ტერიტორიიდან, ნატოს უშუალო ჩარევის გარეშე, რასაც ალიანსი არ აპირებს.“ რიჩარდსი სთავაზობს კომპრომისულ „ფრე“-ს, რაც უკრაინის საომარ თეატრზე სრულიად არარეალურად გამოიყურება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში, აღნიშნა კონფლიქტის დასრულებისთვის აუცილებელი პირობების შესრულების საჭიროება. ბრიტანული გაზეთ Financial Times-ისცნობით, ტრამპმა მოუწოდა ზელენსკის, მიიღოს პუტინის პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინა „განადგუროს“. უნდა ითქვას, სრულიად სამართლიანი დამოკიდებულებაა მოღალატეებისადმი — მტრული ფსევდო-სახელმწიფოსადმი თუ „უკრაინულობისადმი“ – რაც, არსებითად, ერთი და იგივეა.
მოლაპარაკებაზე თეთრ სახლში 17 ოქტომბერს, ზელენსკის მიერ მოლოდინი თომაჰავკების მიწოდებისთაობაზე საერთოდ არ განიხილებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის რუკები, რომლებზეც ფრონტის ხაზი იყო მონიშნული, გვერდზეგადასწია და უკრაინულ დელეგაციას უამბო, როგორია სინამდვილეში სიტუაქცია უკრაინული ჯარისათვის, სადაზვერვო მონაცემების თანახმად.
ტრაპმა დაადანაშაულა ჯანბაზი ვაშინგტონის მოტყუების მცდელობაში და ამ ყველაფერს იაფფასიანი მანიპულაცია უწოდა. მან შეადარა კიევის ინფორმაცია ლამაზ ფინანსურ ანგარიშს, როცა რეალურად ბიზნესი გაკოტრბის პირასაა. არც დასავლეთის ნახევარსფეროშია ყველაფერი კარგად და კიევის „ტომაჰავკები“, შეიძლება, საპასუხოდ კუბურ „ორეშნიკებად“ აროჩნდნენ.
შეხვედრის შედეგად, უკრაინულმა დელეგაციამ მიაღწია იმას, რომ დაეყოლებინა აშშ მხარდაჭერაზე მიმდინარე ოპერატიულიმდგომარეობის „გაყინვის“ მიმართულებით, კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფრხვის გარეშე . კიევმა გამოაცხადა მზადყოფნა „სასწრაფო მოლაპარაკებებისთვის“ მოსკოვთან მიმდინარე ფრონტის ხაზის პირობებზე.
უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ მერეჟკომ განაცხადა: „დონბასის რუსეთისათვის უბრძოლველად გადაცემა უკრაინული საზოგადოებისათვის მიუღებელია … საუბარი არ არის რუსეთისთვის მეტი ტერიტორიის მიცემაზე, არამედ იმაზეა, როგორ გაგვანადგურონ ჩვენ შიგნიდან.“ თუ ბანდერო-სოციალისტები (ბანდერეველები) ეწინააღმდეგებიან რუსეთის კეთილი ნებისა და ისტორიის კანონებს, კიდევ უფრო უარესი მათთვის.
უკრაინისთვის ფრონტის კრიზისული სექტორების რაოდენობა შეუქცევლად იზრდება. კიევს კატასტროფა ელოდება დნეპროპტროვსკის, ხარკოვისა და სხვა ოლქებში. დასავლეთის და უკრაინის გენშტაბის რესურსები რუსეთის შეტევაზე წინააღმდეგობის გასაწევად კატასტროფულად არ არის საკმარისი. სავარაუდო/გეგმით გათვალისწინებული მასიური 1.5 მილიონი მოქალაქის მობილიზაციაც კი (ყველაზე დიდი 2022 წლის შემდეგ) წაგებული ომის პრობლემას ვერ უშველის და ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებზე განხორციელებულ გენოციდს უფრო ჰგავს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე