„ყველაფერი კარგად იქნება": როგორ გაანადგურა ოპერის მომღერალმა თავისი პოლიტიკური კარიერა

4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ შეძლებს კი პაატა ბურჭულაძე რეაბილიტირდეს როგორც პოლიტიკოსი? „ყველაფერი კარგად იქნება" - განაცხადა მან, ვიდრე პოლიცია დააკავებდა და იზოლატორში გადაიყვანდა.
Sputnik
ახლა ბურჭულაძეს 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი რევოლუციის" მცდელობისთვის, როდესაც აქტივისტები პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ და თბილისის ცენტრი დაარბიეს.
მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლის 2016 წელს პოლიტიკაში მოსვლა, მისი სცენაზე წარმატებული კარიერისა და მრავალწლიანი ქველმოქმედების ფონზე, მოულოდნელი გახდა. მაშინ პაატა ბურჭულაძემ დააფუძნა პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" და გადაწყვიტა პოლიტიკურ ბრძოლაში როგორც დამოუკიდებელი ფიგურა ჩართულიყო, თუმცა, სადამდე მიიყვანა მისმა ამბიციამ?