საბჭოთა პერიოდიდან დღევანდელობამდე: საქართველოს სტატისტიკის სამსახური - ვიდეო

20 ოქტომბერს სტატისტიკის მსოფლიო დღე აღინიშნება. გადავწყვიტეთ, მოგითხროთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") შესახებ, რომელიც 1921 წელს დაარსდა.
Sputnik
იგი იყო ქვეყნის პირველი სტატისტიკური ბიურო, რომელმაც არსებობის რამდენიმე წლის მანძილზე დაამტკიცა მისი საქმიანობის მნიშვნელობა.
1926 წლიდან სტატისტიკის სამსახური საქართველოს მასშტაბით ერთიანი ორგანო გახდა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამსახური აგრძელებდა მუშაობას სტატისტიკური მონაცემების შეკრებისა და ანალიზის კუთხით, რომელიც დიდი დროის მანძილზე საბჭოთა მეთოდიკით ხორციელდებოდა.
2005 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყო სტატისტიკის სამსახურის რეფორმა. იგი გადავიდა მუშაობის არამატო ახალ სისტემაზე, არამედ გამოეყო ეკონომიკის სამინისტროს და გახდა დამოუკიდებელი სტრუქტურა. დღეს „საქსტატი" მონაცემების შეკრება-ანალიზს ეწევა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში საკვანძო როლს თამაშობს.