თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ კვირას განაცხადა, რომ „Sputnik - აზერბაიჯანის“ მთავარი რედაქტორი იგორ კარტავიხი გათავისუფლების შემდეგ მოსკოვში გაფრინდა, იუწყება РИА Новости.
„კარტავიხი პატიმრობიდან გათავისუფლდა და რუსეთში გაფრინდა", - განაცხადა ზახაროვამ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 30 ივნისს მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიაში“ შემავალი სააგენტო „Sputnik აზერბაიჯანის“ შვიდი თანამშრომელი დააკავა. აქედან ორს — რედაქციის ხელმძღვანელ იგორ კარტავიხსა და შეფ-რედაქტორ ევგენი ბელოუსოვს ოთხ-ოთხი თვით პატიმრობა შეუფარდეს.
გასულ კვირას საერთაშორისო მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაქოში მყოფ „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ხელმძღვანელ იური კარტავიხს, წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.