ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან რუსთაველის გადაკეტას აგრძელებს - ვიდეო

ოპოზიციის მხარდამჭერები კვლავ აგრძელებენ საღამოს საათებში რუსთაველის გამზირის ბლოკირებას. აღნიშნული საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გასული წლიდან იმართება, თუმცა მათი სიხშირე ბოლო დროს შემცირდა.
Sputnik
4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც აქტივისტების ჯგუფმა ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი სცადა, შემდეგ კი ორბელიანის მოედანზე არეულობა მოაწყო - აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე კაფე-რესტორნების ინვენტარი დააზიანა, ავეჯი დაწვა და ბარიკადები მოაწყო, საპროტესტო აქციის მონაწილეთა შემცირება გამოიწვია.