ერთადერთი წინამორბედი იყო კომპანია „მზიური“, რომელიც 1990-იან წლებში გაპარტახდა. კომპანია „ბარამბო" 100 პროცენტით ქართული ინვესტიციებით შეიქმნა და მისმა დამფუძნებლებმა მიზნად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება დაისახეს.
ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით თანამედროვე საწარმოო ობიექტი შეიქმნა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესია უცხოეთში. პოპულარობის მხრივ კი რეგიონში ნამდვილი ლიდერი გახდა.
„ბარამბოს“ შოკოლადსა და კამფეტებში მაღალი ხარისხის ნედლეული გამოიყენება, მათ შორის ბელგიური. საწარმოო პროცესი მკაცრი კონტროლის ქვეშ ხორციელდება. „ბარამბოს“ პროდუქცია უამრავ ქვეყანაში გადის, მათ შორის რუსეთში.