ოპოზიციის აქტივისტები პარლამენტის შენობასთნ პროტესტს აგრძელებენ - ვიდეო
16:03, 19 ოქტომბერი 2025
ოპოზიციის აქტივისტები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საღამოობით კვლავ იკრიბებიან. ხელისუფლებამ კი მიიღო კანონი, რომელიც გზების გადაკეტვისთვის მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.
აქციის მონაწილეებს ახლა დააჯარიმებენ და დააკავებენ, თუ ისინი ხელოვნურად შეეცდებიან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას იმ დროს, როდესაც დემონსტრანტების რაოდენობა მცირეა და შესაბამისად, შეუძლიათ აქცია ტროტუარზე გამართონ, გზის დაკავების გარეშე.