რამდენი თანხა გადმორიცხეს ემიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა

საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 6,4%-ით გაიზარდა და 2.691,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2025 წლის იანვარი–სექტემბერი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

აშშ

501,5

20,9

იტალია

458,9

8,6

რუსეთი

344,4

-23,9

გერმანია

231,6

18,5

საბერძნეთი

215,5

10,8

2025 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 344,4 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,8%-ია, რაც 23,9%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სექტემბერში ფულადი გზავნილები რუსეთიდან გაიზარდა.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის სექტემბერში 12,1%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 317,8 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2025 წლის აგვისტო

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

აშშ

59,7

21,7

იტალია

54,1

9

რუსეთი

39,5

10,2

გერმანია

29,8

16,8

საბერძნეთი

26

5,2

2025 წლის სექტემბერში რუსეთიდან 39,5 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 12,4%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,2%-ით ნაკლებია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 38,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,7%-ით მეტია.
2025 წლის ცხრა თვეში საქართველოდან უცხოეთში 301,7 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.