თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. საომარი მოქმედებების დასრულება კიევის რეჟიმის დაცემას გამოიწვევს, მიაჩნია რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დმიტრი მედვედევს.
პოლიტიკოსმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომელიც მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრაზე გააკეთა, რომ „რუსეთმა და უკრაინამ კონფლიქტში გამარჯვებულებად უნდა აღიარონ თავი“.
„დიახ, ეს ხშირად ხდება სამხედრო შეტაკებების შემდეგ. მაგრამ ეს ჩვენი შემთხვევა არ არის“, - დაწერა მედვედევმა თავის Telegram-არხზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქმე იმაშიც არ არის, რომ რუსეთს სჭირდება გამარჯვება ყველასათვის ცნობილი პირობებით. საქმე იმაშია, რომ კიევის ხელისუფლება თავის ქვეყანაში გამარჯვებულად ვერ იქნება აღიარებული და ისინი ამას აცნობიერებენ.
„ტერიტორიების დაკარგვას მას არა მხოლოდ გააფთრებული „ხოხლონაცისტები“, არამედ მისი პოლიტკონკურენტებიც არ აპატიებენ. ამიტომ, ომის დასრულება რეჟიმის სიკვდილს ნიშნავს“, - ხაზგასმით აღნიშნა მედვედევმა.
შესაბამისად, დასძინა პოლიტიკოსმა, ტრამპის თეზისი ამ შემთხვევაში არ იმუშავებს.