მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე ჩაჭრილი მოქალაქე გამომცდელს ცივი იარაღით დაემუქრა

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე ზუგდიდში სვანეთიდან იყო ჩასული და წარსულში 6-ჯერ იყო გამოცდაზე ჩაჭრილი.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე არაერთხელ ჩაჭრისთვის მოქალაქე გამომცდელ ინსტრუქტორს ცივი იარაღით დაემუქრა, იუწყება ტელეკომპამია „რუსთავი 2".
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე ზუგდიდში სვანეთიდან იყო ჩასული და წარსულში 6-ჯერ იყო გამოცდაზე ჩაჭრილი.
პოლიციამ მოქალაქე დააკავა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.