თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების მოვლა-პატრონობისთვის 20 მილიონი ევროს ღირებულების შესყიდვის კონტრაქტის დამტკიცება მოითხოვა.
თბილისში 200 ასეთი ავტობუსი მოძრაობს.
სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, კონტრაქტი MAN-ის ტექნიკური მომსახურების ცენტრთან გაფორმდება და ის 2028 წლამდე დამატებით 40 ავტობუსის და ჯამში 200 ავტობუსისგან შემდგარი პარკის მომსახურებას ითვალისწინებს.
კომპანიას ტექნიკურ ცენტრთან უკვე აქვს გაფორმებული 25 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს და რაც მოიცავს 160 ავტობუსის მომსახურებას, რომლებიც ამჟამად გადიან შესაბამის საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურებას.
ორასი 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენა თბილისის ბიუჯეტს 324 მილიონი ლარი დაუჯდა.
მოცემულ მომენტში ახალი ავტობუსების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისს ჯერ არ ემსახურება, რადგან ეს ახალი დეპოს გახსნას მოითხოვს, რაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.