თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. სინოპტიკოსები 12-13 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით ცვალებად მოღრუბლულობას და ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
დასავლეთ საქართველოში ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, ღამით ძირითადად ნალექის გარეშე. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. შუადღისას იქროლებს დასავლეთის ქარი, დღისით 10-15 მ/წმ სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 8-13°, დღისით პლუს 17-22°; მთაში ღამით პლუს 4-9°, დღისით პლუს 16-21°.
აღმოსავლეთ საქართველოშიც ცვალებადი ღრუბლიანობაა ნავარაუდევი, ღამით ძირითადად უნალექოდ. დღის მეორე ნახევარიდან კი ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 3-8°, დღისით პლუს 19-24°; მთაში ღამით პლუს 1-6°, დღისით პლუს 15-20°.
თბილისში დროდადრო შესაძლებელია მაღალი ღრუბლიანობა. ღამით ძირითადად, ნალექის გარეშე, დღის ბოლოს კი შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 8°, დღისით პლუს 23°.