თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. „სამხრეთის“ ძალების დაჯგუფების მზვერავმა (ზედმეტსახელი „ორეშნიკი“) განაცხადა, რომ სევერსკიდან უკან დახევისას უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავიანთი თანამებრძოლების ცხედრები სანგრებში დატოვეს და მათი ევაკუაცია არც უცდიათ, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
„რია ნოვოსტის“ კორესპონდენტის თქმით, რომელმაც მოინახულა რუსეთის კონტროლის ქვეშ გადასული უკრაინის შეიარაღებული ძალების განადგურებული პოზიციები, სევერსკის მახლობლად ამ პოზიციებზე განადგურებული ტექნიკა და უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრები ნახა.
„აქ ტყეში, გზებზე, სანგრებში და დაზიანებული ტექნიკის გვერდით უკრაინელი ჯარისკაცის ბევრი ცხედარია“, - განმარტა „ორეშნიკმა“.
მისი თქმით, უკრაინელ ჯარისკაცებს ამ პოზიციებიდან გაქცევისას დაღუპულთა ცხედრების ევაკუაცია არ უცდიათ.
ოქტომბრის დასაწყისში, სამხედრო ექსპერტმა ანდრეი მაროჩკომ, თავის წყაროებზე დაყრდნობით „რია ნოვოსტისთვის“ განაცხადა, რომ სევერსკის მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალები მუდმივი ცეცხლის ქვეშ იმყოფებოდნენ, განიცდიან უზარმაზარ დანაკარგებს ადამიანური რესურსების მხრივ, ახალი ძალები კი ვერ პირადი შემადგენლობის დანაკარგს ვერ ავსებს.