თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ცაგერიდან სამხრეთ-დასავლეთით 14კილომეტრში, სოფელ მახურთან 3,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:13 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის კერა 10 მ სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.