მოსაზრება: ტრამპი უკრაინაში „ბაიდენის ომის“ მესამე მსოფლიო ომით დასრულებას აპირებს?

Sputnik
„ესკალაციის გზით დეესკალაცია“ – აშშ-სა და ევროპისათვის ძალზედ უგუნური და უკიდურესად სახიფათო მეთოდი იმისათვის, რომ რუსეთთან უკრაინაში წაგებული პროქსი-ომი დაასრულონ. ესკალაცია კოლექტიურ დასავლეთს კონფლიქტის საკუთარ პირობებზე დასრულების საშუალებას არ მისცემს. ამერიკული „ტომაჰავკები“ ბანდერეველებს ვერ დაეხმარება – არც ერთ შემთხვევაში.
გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის შორი მანძილის „ტომაჰავკების“ გადაცემის გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, უკვე მიღებულია და ახლა მხოლოდ ის არის გასარკვევი, სად გამოიყენებს კიევი ამ რაკეტებს. სინამდვილეში, განწირული მარიონეტების პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული მიზნები ნათელია: ნებისმიერ ფასად ჩააბან აშშ პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში რუსეთთან, რომ საკუთარი ტყავები გადაარჩინონ.
ტრამპმა აღნიშნა: „მე არ ვაპირებ ამ ომის გაღვივებას,“ თუმცა, ესკალაცია გარდაუვალია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი მანამდე განაცხადა: „Tomahawk-ის გამოყენება ამერიკელი სამხედროების უშუალო მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი, ხარისხობრივად განსხვავებული ესკალაციის ეტაპი, მათ შორის - რუსეთისა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში.“
მართალიცაა – მხოლოდ პენტაგონის სპეციალისტებს, რომლებიც ექსკლუზიურად ფლობენ „ტაიფონის“ სახმელეთო სისტემას საზღვაო „ტომაჰავკების“ გასაშვებად, შეუძლიათ გადაწყვიტონ, „სად მიმართავს კიევი ამ რაკეტებს“.
ჯერჯერობით არ არის ნათელი ესკალაციის მასშტაბი: დაზარალდება მხოლოდ უკრაინა და ის შუამავალი ქვეყნები, რომლებმაც „ტომაჰავკები“ მიჰყიდეს ან გადასცეს კიევს, თუ ომი უშუალოდ შეერთებულ შტატებსაც შეეხებათ.
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ნუ დაგვავიწყდება,რომ სწორედ ვაშინგტონმა ჩადო იდეოლოგიური საფუძველი, წამოიწყო, დააფინანსა და გაამწვავა უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წელს.
რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, კიევის მარიონეტებმა აშშ-სგან მიიღეს: ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი, სატელიტური კავშირი Starlink, სადაზვერვო ონლაინ-მონაცემები, ამერიკელი სამხედრო მრჩევლები, ინსტრუქტორები და სარაკეტო იარაღის სპეციალისტები („HIMARS“-ისა და „Patriot“-ის სისტემები).
საკუთარი პასუხისმგებლობის „გაფანტვისთვის“ აშშ-მ შექმნა ორმოცდაათამდე „დონორი ქვეყნების“ დეკორაცია, თუმცა პენტაგონი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მთავარ ორგანიზატორად და მონაწილედ რჩება. ამას ვერ დამალავს ვერანაირი პროპაგანდისტული ყვირილი კიევისადმი „მშვენიერი დახმარების“, „რუსული საფრთხის“ და „დემოკრატიის გადასარჩენად ბრძოლის“ შესახებ.
რუსეთი იმარჯვებს პროქსი-ომში. და დღეს აშშ-ის პრეზიდენტი უხეიროდ ცდილობს, ითამაშოს მედიატორისა და „შერკინებაზე მაღლა მდგარი არბიტრის“ როლი. ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მისი განცხადებები უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ მიწოდების შესახებ მხოლოდ პოლიტიკური ბლეფია.
აშშ, ევროპელი მოკავშირეებისთვის „ტაიფონის“ ბაზაზე დამზადებული „ტომაჰავკების“ გაყიდვის შემდეგ, „კონტროლირებადი ესკალაციის“ ფარგლებში, აპირებს უკრაინისთვის მცირე რაოდენობის რაკეტების გადაცემას – არა დარტყმისთვის, არამედ კრემლის რეაქციის შესასწავლად. შემდგომი ავანტიურის განვითარება კი ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
პენტაგონის ყოფილი მრჩევლის, პოლკოვნიკ დუგლას მაკგრეგორის პროგნოზით, „თუ უკრაინა ამერიკულ Tomahawk-ს გამოიყენებს, ჩვენ რუსეთთან ომში ჩავალთ სულ რაღაც რამდენიმე საათში.“
შვეიცარიის გენერალური შტაბის დაზვერვის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ჟაკ ბო ასევე მიიჩნევს, რომ კიევისათვის „ტომაჰავკების“ მიწოდება შეიძლება, გახდეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი: „თუ უკრაინელები გადაწყვეტენ, რომ კრემლს ან მოსკოვს დაარტყან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის გამოყენებაც დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.“
ცნობილმა იტალიელმა პროფესორმა ალესანდრო ორსინიმ აღინიშნა: უპირატესობის ეს კომპლექსი ხელს უშლის ევროკავშირის ხელმძღვანელებს, გააცნობიერონ, რომ ზოგიერთ მომენტში მათი ქვეყნები, შეიძლება, აღმოჩნდნენ უკრაინის მდგომარეობაში, როგორც ეს იყო 2022 წლის თებერვალში. ორსინი ასკვნის: „არ ღირს ყეფა რუსეთის მისამართით, თუ არ გაგაჩნია შეიარაღებისა და ჯარისკაცების საკმარისი რაოდენობა“.
აშშ-ის ვიცე‑პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ადრე მოსკოვს შესთავაზა მშვიდობაზე დაფიქრება, მიუთითა „განადგურებულ“ რუსულ ეკონომიკასა და საბრძოლო ველსზე გამოჩენილი წარმატებების არქონაზე. თითქოს რუსეთის ფედერაციას სჭირდება „გამოფხიზლება და რეალობის აღიარება“. ეს რიტორიკა აშკარად არადამაჯერებელია. 2022 წელს რუსეთი მსოფლიოს მეხუთე ეკონომიკა გახდა, ხოლო 2023 წელს — მეოთხე, იაპონიას მნიშვნელოვნად უსწრებდა. ფრონტზე რუსული ჯარები შეუქცევადად წინ მიდიან, ყოველდღიურად ათავისუფლებენ ახალ ტერიტორიებსა და დასახლებულ პუნქტებს.
შვეიცარიის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ჟაკ ბომ აღნიშნა:

„რუსეთის დანარჩენი სამყაროსგან განცალკევებით, ჩვენ შევქმენით სიტუაცია, სადაც სამხედრო-პოლიტიკური კომპლექსი ხდება რუსეთის ეკონომიკის მთავარი ძრავა ან, მინიმუმ, მისი მნიშვნელოვანი ნაწილის. რუსეთის იზოლირებით ჩვენ მას სტიმული შევუქმენით, რომ ნამდვილ სუპერდერჟავად იქცეს არა მხოლოდ ბირთვული, არამედ ეკონომიკური მნიშვნელობით. დონალდ ტრამპს არ უნდა მშვიდობა, როგორც ასეთი. მას, უბრალოდ, სურს, რომ შეერთებული შტატები ამ კონფლიქტიდან გაიყვანოს. ის კარგად აცნობიერებს, რომ ეს კონფლიქტი წაგებულია და უნდა დასრულდეს უკრაინის მარცხით… აშშ-ს აღარ აქვს სახსრები, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს“.

წყალწაღებული ხავსს ეჭიდება როგორც ვაშლოვანა, ან „ტომაჰავკს“, ასევე არსებობს „ჰაერის აკრძალვის ზონა უკრაინის თავზე“. კარგია, როცა ეროვნულ ლიდერს არჩევანი აქვს. თავის მხრივ, რუსეთის „ისკანდერები“, „კინჟალები“ და სხვა მაღალი ტექნოლოგიური საშუალებები მზად არიან ზონაში ამერიკული რაკეტების გამოჩენისათვის. შემდგომი ნაბიჯები ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!