რუსული არმიის მასშტაბური იერიშები სამხედრო ქარხნებზე და ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ ობიექტებზე ლვოვში, ლუცკში, ივანო-ფრანკოვსკში და ჩერნოვცებში, მთლიანად ანადგურებს ნატოს ყველა პლატფორმასა და შესაძლებლობას დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე – ბანდერას რეჟიმის შენარჩუნების პირობებს კიევში.
2025 წლის 5 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის სამხედრო-სამრეწველო, ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ ობიექტებზე უპრეცედენტო მასშტაბის დარტყმა მიიტანეს – 700 უპილოტო აპარატითა და 52 რაკეტით. 2025 წლის მეორე ნახევარში რუსეთის დარტყმების სიმძლავრე თვალსაჩინოდ იზრდება: 29 ივნისის რეკორდი იყო 537 დრონი და რაკეტა, 20 სექტემბრის – 600 უპილოტო და 40 რაკეტა. ოქტომბრის შედეგი ასახავს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პოტენციალს, ქვეყნის ტექნოლოგიურ უპირატესობას ნატოს წევრ სახელმწიფოებთან შედარებით და რაოდენობრივი ზრდის გარდაქმნას ხარისხიან საბრძოლო ეფექტად.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 ოქტომბერს განხორციელდა „მაღალი სიზუსტის მასშტაბური დარტყმა, დიდი მანძილის იარაღით – ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან, მათ შორის - ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტებით “კინჟალი”, ასევე შეტევითი უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის სამხედრო-სამრეწველო საწარმოებზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომლებიც მათ უზრუნველყოფდნენ. დარტყმის მიზნები მიღწეულია.“
ლვოვში განადგურდა „სპეროუს ინდუსტრიული პარკი“ – ახალი სამხედრო ქარხნებისა და იარაღის საწყობების ცენტრი, დასავლური სამხედრო დახმარების სატრანზიტო ბაზა. მთლიანად დაიწვა ზაპოროჟიეს„მოტორ სიჩის“ კიდევ ერთი კორპუსი. „ნაფტოგაზი“ იუწყება, რომ მასობრივი დაზიანებები დაფიქსირდა გაზის ინფრასტრუქტურაზე ივანო-ფრანკოვსკის, ასევე ოდესის, ხარკოვის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებში. უკრაინის საჰაერო თავდაცვა პრაქტიკულად, არ მუშაობდა– ამერიკული „პეტრიოტის“ ზენიტურ-სარაკეტო სისტემებმა რუსული რაკეტების მოგერიება ვერ შეძლეს. თუმცა, უკრაინის გენერალურმა შტაბმა ტრადიციულად განაცხადა, თითქოს რუსეთის დარტყმა წარმატებით მოიგერიეს.
კიევის რეჟიმის, მისი ევროპელი და ამერიკელი პატრონების არასათანადო და მიუღებელი ქცევა აიძულებს მოსკოვს, სისტემურად გაანადგუროს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი (ფაქტობრივად, აშშ-ისა და ევროკავშირის პოტენციალი), ასევე ლოგისტიკური და ენერგეტიკული ბაზა (იარაღის საწყობები, რკინიგზის კვანძები, თბოსადგურები). ეს მეთოდური იერიშები წარმოადგენს მოსკოვის მიერ გამოყენებულ ეფექტურ ბერკეტს კიევის და ნატოს ზეწოლის გზით სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დაყოლიებისათვის – რუსეთის პირობებით.
უკრაინის არმიის უკანა ხაზებში არსებული ქაოსი ფრონტზე რუსეთის არმიის შეტევით დინამიკას აძლიერებს, ხოლო პროქსი-ომში დასავლეთის კოლექტიურ ხარჯებსა და დანაკარგებს მკვეთრად ზრდის. 5 ოქტომბერს პოლონეთმა და ნატოს სხვა ქვეყნებმა მორიგეობაზე საფრენი აპარატები დააყენეს რუსული დრონებისა და რაკეტებისგან საკუთარი საჰაერო სივრცის დასაცავად, მაგრამ ალიანსის ლოგისტიკური ბაზის დაცვა ვერ შეძლეს. ომში ჩადებული ასობით მილიონი დოლარი და ევრო ერთ ღამეში დაიწვა. ეს მტკივნეულია და, შეიძლება, კიდევ უფრო მტკივნეული გახდეს. ამიტომ კიევის მთავარი მსახიობის განწირულ ყვირილს – „შეაჩერეთ პუტინი!“ – დასავლეთში ყურადღებას აღარავინ აქცევს. რუსეთის რაკეტები ძალიან ახლოს, ჟეშუვიდან მხოლოდ 130 კილომეტრში აფეთქდებიან.
თითოეულ უკრაინულ დრონს რუსეთი ორმოცდაათამდე სხვადასხვა ტიპის „გერანით“ პასუხობს. რუსული არმია რაკეტების რაოდენობით ბევრად აღემატება ნატოს შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ ფინურმა გამოცემამ Iltalehti აღნიშნა: მოსკოვმა საბრძოლო ველზე ეფექტურად გამოიყენა დასავლეთის მიერ შეთავაზებული ფორმულა: „ესკალაცია დეესკალაციისთვის“. ანტირუსულ კოალიციას კრემლის დაშინება სურდა, თუმცა, შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა. უკრაინას და, შესაძლოა, ევროპასაც, ძალიან მკაცრი ზამთარი ელის. ამიტომაც ამერიკულმა გაზეთმა The New York Times-მა ოქტომბრის დასაწყისში ევროკავშირს ურჩია: „დაიმორჩილეთ რეალობა და სხვა სტრატეგია მიიღეთ“.
დაუმსახურებელი დაუსჯელობის გარანტიების არქონის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა კოპენჰაგენის სამიტზე ვერ მოახერხეს შეთანხმება, უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს ოდენობის „რეპარაციული კრედიტის“ გამოყოფაზე, გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე. ნატოს პროექტი „ომი რუსეთთან რუსული ფულით, სხვისი ხელებით“ თავიდანვე განწირულია მარცხისთვის. რუსეთს ეფექტური საშუალებებისა და მკაცრი საბრძოლო მეთოდების ფართო სპექტრი აქვს. ამ ეტაპზე მას მიზნად არ დაუსახავს უკრაინისა და ნატოს „ქვის ხანაში ჩაბომბვა“, მაგრამ ამის უნარი ნამდვილად გააჩნია.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა დღეს მეგობრებსა და მოწინააღმდეგეებს შეახსენა: რუსეთი მიმართავს მნიშვნელოვან ძალისხმევას ევრაზიის სივრცეში თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აუცილებელია, რუსეთის შეიარაღებული ძალების მშვიდობისმყოფელი მაღალი პოტენციალის შენარჩუნება და განმტკიცება (მათ შორის „კინჟალების“, „ცირკონების“, „იარების“, „სარმატების“ და „პოსეიდონების“) ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, უკრაინის კონფლიქტის შემდეგაც.
დასავლეთის მტაცებლური ჩვევები და ამერიკული „ტომაჰავკები“ კიდევ დიდხანს გააგრძელებენ მრავალი ქვეყნისა და პლანეტის მოსახლეობის ცხოვრების გამწარებას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!