ბრძოლა სრული ხუთი რაუნდი გაგრძელდა. მსაჯებმა გამარჯვება ერთხმად მიანიჭეს დვალიშვილს, რომელიც ლიგის ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც 100 ტეიქდაუნი დააფიქსირა.
34 წლის ქართველმა მებრძოლმა ზედიზედ მე-14 ბრძოლა მოიგო, MMA-ს კარიერაში მას 21 მოგება და 4 დამარცხება აქვს.