მსოფლიო დღეს

ბიტკოინის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ფასი რეგულარულად მერყეობს, საერთო ჯამში იგი აგრძელებს ზრდას და რეკორდების მოხსნას.
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. კვირას ბიტკოინის ღირებულებამ მოიმატა და პირველად გადააჭარბა 125 ათას დოლარს, ასეთია კვირის ვაჭრობის მონაცემები.
კრიპტოვალუტის ყველაზე მსხვილ სავაჭრო ბირჟა Binance-ზე ბიტკოინის ფასმა ერთ დღე-ღამეში 0,59%-ით გაძვირდა და მინსკის დროით 13:24 საათის მონაცემებით 123.010,89 დოლარი შეადგინა.
წინა რეკორდი, დაახლოებით 124 ათასი დოლარის ფარგლებში, აგვისტოში დამყარდა.
კრიპტოვალუტის ფასი ზედიზედ მეხუთე დღეა იზრდება.
პორტალ CoinMarketCap-ის მონაცემებით კი, რომელიც კრიპტოვალუტის საშუალო ღირებულებას 20-ზე მეტი ბირჟის მონაცემების გაანალიზებით ითვლის, ბიტკოინის ღირებულება 24 საათში 0,57%-ით - საშუალოდ 123 030,3 დოლარით გაიზარდა.