არჩევნებში ყველაზე აქტიური რეგიონები: 17:00 საათის მონაცემები

დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ყველაზე მაღალი აქტივობა ადგილობრივ თვითმმართველობებში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა 52,23%-ზე მეტმა მისცა ხმა, ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,46%%-მა მისცა ხმა. დედაქალაქში ყველაზე მაღალი აქტივობა ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში დაფიქსირდა.
რეგიონებში 17:00 საათისთვის აქტივობის მონაცემები ასე გამოიყურება:
თბილისი – 26,25%
კახეთი – 34,37%
მცხეთა-მთიანეთი – 35,45%
ქვემო ქართლი – 34,95%
შიდა ქართლი – 33,39%
სამცხე-ჯავახეთი – 45,1%
რაჭა-ლეჩხუმი – 52,23%
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 34,77%
იმერეთი – 36,46%
გურია – 42,99%
აჭარა –37,54%.
დღეს საქართველოს მოსახლეობა 64 ქალაქსა და რაიონში მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ.
არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ 18 წელს ზემოთ 3.513,818 მოქალაქეს - სულ გახსნილია 3.061 საარჩევნო უბანი.
არჩევნებზე ხმის მიცემა საღამოს 8 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც შედეგების დათვლის პროცედურა დაიწყება.
არჩევნებს აკვირდება 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალება აშუქებს.