საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 40,93% შეადგინა

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 ქალაქსა და რაიონში მერები და საკრებულოს დეპუტატები აირჩია.
Sputnik
თბილისი, 4 оოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 40, 93% შეადგინა, ხმა მისცა 1.438,116-მა ადამიანმა, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა 80,272%-ის მხარდაჭერა მიიღო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიას 662.078 ამომრჩეველმა მისცა ხმა, დათვლილია საარჩევნო უბნების 55,407% (3061-დან 1696).
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 ქალაქსა და რაიონში მერები და საკრებულოს დეპუტატები აირჩია. საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემა 3.061 საარჩევნო უბანზე იყო შესაძლებელი.
პროცესს აკვირდებოდა 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი აშუქებდა.