აქციის მონაწილეებმა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტის სასახლის შენობაში შეჭრა სცადეს. ხელისუფლების რეაგირება სწრაფი იყო: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სპეცრაზმი ქუჩაში - დედაქალაქი კვამლში გაეხვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პროტესტი კანონის ფარგლებს გასცდა, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დაარღვიეს და შტურმით აღება სცადეს.