თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა სოფელ ბრეთში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი სოფლის განაპირას თანასოფლელებმა იპოვეს.
ადგილობრივების ვარაუდით, მამაკაცი ხელის ტრაქტორის მართვისას შეუძლოდ გახდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.