მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) რეიტინგში „მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი“ საქართველომ 119 ქვეყანას შორის 45-ე ადგილი დაიკავა და გაუსწრო სომხეთსა და აზერბაიჯანს.
2024 წელს საქართველოს 7,37 მლნ უცხოელ ტურისტზე მეტი ეწვია, 2025 წლის პირველ ნახევარში კი საერთაშორისო ტურუზმიდან შემოსავალმა 1,971 მლრდ დოლარს მიაღწია.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობით რუსეთი პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. მკვეთრად გაიზარდა ტურისტების ნაკადი ისრაელიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან, ასევე არაბული ქვეყნებიდან.