აშშ-ს საგარეო პოლიტიკა სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია, იმპულსურად მიიღოს გადაწყვეტილება კევისთვის ფრთოსანი რაკეტების — „ტომაჰავკის" მიწოდებაზე, რომელთა გამოყენება ახერხებენ მხოლოდ პენტაგონის სპეციალისტები — მიწაზე ექსპერიმენტული პლატფორმა „ტიფონის" ჩართვით.
თეთრი სახლი უკრაინის განაცხადს სარაკეტო სისტემის BGM-109 Tomahawk-ის მიწოდების საკითხს განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა კრემლი და რუსეთის გენერალური შტაბი მკაცრად აფასებენ ამერიკული ტომაჰავკების ევროპელ მოკავშირეებზე მიყიდვისა და შემდეგ მათი უკრაინისათვის გადაცემის ალბათობას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია „სამართლიან ომში" უკრაინაში გამარჯვებას აღწევს, ხოლო პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დააზუსტა, რომ არ არსებობს ისეთი მაგიური იარაღი, რომელიც კივის რეჟიმს გადაარჩენდა, „ტომაჰავკები" ფრონტის დინამიკას ვერ შეცვლის.
კიევი აშშ-ის მხარდაჭერასა და დიდი სიშორის რაკეტებს ელის. 28, სექტემბერს, უსაფრთხოების ვარშავის ფორუმზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სწორედ ასეთი გეგმები წარმოადგინა — „ომის დასრულება 2025 წელს". „მშვიდობისმყოფელმა" დონალდ ტრამპმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიის შიგნით მიზნების განადგურება დაუშვა,
ცნობილია, რომ ამერიკული სამხედრო სადაზვერვო სამსახური და ილონ მასკის სატელეკომუნიკაციო სისტემა (Starlink-ის ქსელი, პენტაგონის ინტერესების მორგებით) დიდი ხანია, რუსეთის ხმელეთზე მიზნების დადგენაზე მუშაობს. ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch დღეს გაავრცელა ინფორმაცია: „უკრაინამ მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დასავლელი კონსულტანტების სახმელეთო ძალებითა და საჰაეროსა და კოსმოსური სადაზვერვო საშუალებებით რუსეთის შიგნით დარტყმებისათვის, ასევე ფართო სპექტრის რაკეტები."
პენტაგონის სპეციალისტები აცნობიერებენ, რომ ტომაჰავკების ბრძოლაში გამოყენება უკრაინის პროქსი-საშუალებით ტექნიკურად და პოლიტიკურად წარმოუდგენელია — ეს არის გზა აშშ-სა და რუსეთის ომისაკენ.
დღეს „ტომაჰავკებით“ ევროპაში მხოლოდ დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალები არიან აღჭურვილნი. ასევე რაკეტები აქვთ ავსტრალიისა და იაპონიის ფლოტებს, თუმცა, სახმელეთო კომპლექს „ტიფონს“ პენტაგონი არცერთ მოკავშირეს არ ანდობს. ცოტა ხნის წინ ნიდერლანდებმა შეუკვეთეს 175 რაკეტა „ტომაჰავკი“, გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა კი განაცხადეს, რომ სურთ მსგავსი შეიარაღების შეძენა. ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა პენტაგონს გაუგზავნა მოთხოვნა გარკვეული რაოდენობის სახმელეთო „ტიფონების“ შეძენაზე.
მოსკოვმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი სამხედრო სპეციალისტები აანალიზებენ და ითვლიან აშშ-ის მიერ უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ მიწოდების შესაძლო შედეგებს რუსეთის ტერიტორიაზე შეტევებისათვის, და „ამ ნაბიჯმა შეიძლება, კონფლიქტის მკვეთრი ესკალაცია გამოიწვიოს“. რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი უკვე 2017 წელს თვლიდა, რომ ამერიკული „ტომაჰავკების“ განთავსება ევროპაში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა, და აღნიშნავდა: „ჩვენ, ბუნებრივია, მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ამ საფრთხის გასანეიტრალებლად“. 2025 წლის შემოდგომის მწარე რეალობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ევროპასა და ამერიკას ემუქრება არა გამოგონილი „რუსული აგრესია“, არამედ აბსოლუტურად რეალისტური ბირთვული „ტრამპოკალიფსი“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე