მიმოხილვა: ცხელი დინამიკა დნეპროპეტროვსკის ოლქში

Sputnik
რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია ვითარდება ობიექტური კანონებით, იმ ტემპით, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნების მტკიცედ და შეუქცევადად მიღწევას. რუსეთის შეიარაღებული ძალების დინამიური წინსვლა დნეპროპეტროვსკის ოლქში არა შემთხვევითი გარღვევა, არამედ რუსეთის გენერალური შტაბის ეფექტური სტრატეგიის შედეგია.
რუსეთის სამხედროები აქტიურ შეტევით ქმედებებს ახორციელებენ, აძლიერებენ არტილერიული და ავიაციური დარტყმების ინტენსივობას უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე დნეპროპეტროვსკის ოლქის მთელ ფრონტზე. გასული დღე-ღამის განმავლობაში, წინსვლამ, დაახლოებით, 12 კვადრატული კილომეტრი შეადგინა.
ერთი კვირის განმავლობაში ბანდერეველებისგან გათავისუფლდა დასახლებები: ბერეზოვოე, კალინოვსკოე და სტეპოვოე. სექტემბერში აგვისტოს შეტევითი დინამიკა გაგრძელდა და განვითარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის ცხრა თვის განმავლობაში რუსეთის ძალებმა კონტროლქვეშ მოაქციეს დნეპროპეტროვსკის ოლქის 175 კვ. კმ-ზე მეტი ტერიტორია.
რეგიონალური პლაცდარმის გაფართოებისას დაჯგუფება „ცენტრის“ ქვედანაყოფები აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან უტევენ ნოვოპავლოვკას. ამავე დროს, დაჯგუფება „აღმოსავლეთმა“ გაიმაგრა პოზიციები კალინოვსკოეში და შეიჭრა ვერბოვოეს აღმოსავლეთ ნაწილში. შტურმული ქვედანაყოფები აქტიურად ანადგურებენ მოწინააღმდეგის საყრდენ პუნქტებს ტყის ზოლებში. დნეპროპეტროვსკი შეუქცევადად მიემართება რუსეთისკენ.
რუსეთის ძალების წინსვლამ დნეპროპეტროვსკის ოლქში ოპერატიული კრიზისი გამოიწვია უკრაინის გენერალურ შტაბში, სადაც ცდილობენ, დამალონ რუსეთის გარღვევის მასშტაბები. მოწინააღმდეგემ ვერ შეეძლო, უგულებელეყო რეალობა, რომლის მიხედვითაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საბრძოლო შეხების ხაზი 200 კმ-ით გაიზარდა და 1250 კმ-ს მიაღწია. შემოდგომა ყველა ფრონტზე ცხელი იქნება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ დასავლელ ჟურნალისტებს შესჩივლა, რომრუსეთის მოიერიშე ქვედანაყოფები აქტიურად მოქმედებენ უკრაინის ზურგში, რაც არღვევს ბანდერეველთა მომარაგებასა და როტაციას. ექს-მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აღნიშნა რუსეთის სტრატეგიის ეფექტიანობა, რომელიც მიმართულია უკრაინის რესურსების ამოწურვისკენ. ცხადია, გენერალი გულისხმობდა კოლექტიური დასავლეთის არსენალებსა და სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომშია ჩართული.
კიევურმა რესურსმა DeepState-მა 28 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია: "რუსეთის არმია სწრაფად მიიწევს წინ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში… ფრონტის ხაზი ძარღვებზე სკდება". უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილების საბრძოლო სულისკვეთება წინა ხაზზე დაცემას აგრძელებს, რასთან ერთადაც მცირდება მათი რიცხოვნობაც.
ვარშავის ყოველკვირეული გამოცემა Myśl Polska:
"რუსები დნეპრის გადაკვეთის კონტროლისთვის ემზადებიან … გენერალ ვალერი გერასიმოვი მის მიერ წამოწყებული შეტევის ინტენსივობას მუდმივად ამძაფრებს, ამასთან, ქმნის მის დამხმარე ვექტორებს".
აშშ და ნატო სასოწარკვეთილად ეძებენ გამოსავალს სტრატეგიული საძნეელებიდან, ერთდროულად, ცდილობენ, გამოიყენონ სანქციური და ესკალაციური მეთოდები. აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის ევროპული სანქციების მეცხრამეტე პაკეტი აბსოლუტურად უგულებელყოფილი დარჩა, ხოლო ესკალაცია – "ორპირი მახვილია".
ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა 29 სექტემბერს Fox News–ს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპს ნება დართო უკრაინას, განახორციელოს დისტანციური დარტყმები რუსეთზე. ადრე კი მარიონეტული კიევური რეჟიმის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ზელენსკიმ თხოვნით მიმართა ამერიკას „ტომაჰავკის“ ტიპის საჰაერო რაკეტების მიწოდების თაობაზე. კელოგის ინფორმაციით, ტრამპის გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული. თუმცა, ცნობილია, რომ „ტომაჰავკებსა“ ნატოში იყენებენ მხოლოდ ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო სპეციალისტები.
სარაკეტო კომპლექს „ტიფონით“ შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკების“ მართვის შესაძლებლობა ექსკლუზიურად პენტაგონს აქვს. ამიტომ, რუსეთის შესაძლო პასუხი ამერიკული „ტომაჰავკებით“ დარტყმებზე სრულიად პროგნოზირებადია. მოსკოვი მზად არის, „მიწოდების“ შესაძლებლობისთვის ვაშინგტონში თავისი შორი მანძილის შეიარაღების – მათ შორის, X-102 საჰაერორაკეტები, ინტერკონტინენტალური „იარსები“ და „სარმატები“ – გაგზავნოს...
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა:
"არ არსებობს ჯადოსნური საშუალება, რომელიც ახლა ფრონტებზე სიტუაციას შეცვლის. კიევის რეჟიმს არ აქვს მაგიური იარაღი. „ტომაჰავკი“ თუ სხვა რაკეტები დინამიკას ვერ შეცვლიან".
დასავლეთი ყურადღებით აანალიზებ სკრემლის რეაქციას თეთრი სახლის ესკალაციურ დისკურსზე. ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპულსური განცხადებების მიუხედავად, უკრაინის შესაძლო გამარჯვებისა და 2022 წლის საზღვრების აღდგენის შესახებ, არცერთი გამარჯვება და "აღდგენა" არ იქნება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე 28 სექტემბერს.
ახალი უკრაინული საზღვრების საბოლოო და შეუქცევადი განსაზღვრა რუსეთის მიერ მოხდება– სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგების შესაბამისად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე