ერეკლე მეორის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანებისა და მოდერნიზაციისაკენ მიმართული, ცოდნასა და განათლებაზე დაფუძნებული რეფორმები, მრეწველობისა და კულტურის განვითარება. მისი მეფობის დროს გაჩნდა პირველი ფაბრიკები და ქარხნები, დაიწყო სამთამადნო წარმოება, დაარსდა სასულიერო სემინარიები და სკოლები, საერო თეატრი.
ერეკლე მეორის მეფობის პერიოდში, 1783 წელს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლითაც ქართლ-კახეთის სამეფო აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას და ემორჩილებოდა მას საგარეო საკითხებში, ინარჩუნებდა საშინაო დამოუკიდებლობას და ეკლესიის ავტოკეფალიას.