თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შენობა დაეტოვებინათ - საბადრაგო მანქანებით სასამართლოს ტოვებენ პატიმრობაში მყოფი პირებიც.
ადგილზე მყოფი პირების ინფორმაციით, შემოვიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შენობაში ბომბია დამონტაჟებული.
ევაკუაციის გამო შეჩერდა ყველა სასამართლო პროცესი, მათ შორის ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა.