ტაქსიდან მატარებლამდე: უპილოტო სატრანსპორტო საშუალებები სხვადასხვა ქვეყანაში

22 სექტემბერთან დაკავშირებით, როდესაც აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე, Sputnik-ი გთავაზობთ სატრანსპორტო საშუალებების ნაირსახეობას.
Sputnik
უპილოტო ავტომობილები უკვე გზებზე გამოჩნდა — ოდესღაც იგი ფანტასტიკად ითვლებოდა, ახლა კი ნორმად იქცევა. მომხრეები თვლიან, რომ იგი უფრო უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთაა და ხელს შეუწყობს საცობების თავიდან აცილებას. მოწინააღმდეგეები კი აქცენტს შესაძლო ხარვეზებზე, ჰაკერულ თავდასხმებსა და მძღოლებს შორის უმუშევრობის ზრდაზე აკეთებენ. დავა გრძელდება, ტექნოლოგია კი უკვე მუშაობს სხვადასხვა ქვეყნებში.
1 / 12

ესპანეთი უპილოტო ელექტროავტობუსის პროექტის განხორციელებას იწყებს. მისი ტესტირება მადრიდში, კასა-დე-კამპოს პარკში გაიმართა.

2 / 12

Yandex-მა მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში უპილოტო ტაქსის სერვისი დანერგა. ეს არის სერვისი, რომელიც ხელოვნური ინტელექტით მართული მანქანების შეკვეთას ითვალისწინებს.

3 / 12

ჩინეთში პირველი უპილოტო სარკინიგზო ტრანსპორტის სისტემა, რომელიც ურბანული საცობების პრობლემის გადასაჭრელად BYD-მ შეიმუშავა, ოფიციალურად 2024 წლის 12 აგვისტოს ამოქმედდა.

4 / 12

უპილოტო მართვის ტექნოლოგია იერუსალიმში 2023 წლის 13 სექტემბერს წარადგინეს.

5 / 12

რუსეთში პირველი უპილოტო მატარებელი „ლასტოჩკა“, მოსკოვის დიდ წრიულზე 2024 წლის აგვისტოში გაუშვეს.

6 / 12

ჩინეთის ჯუზჯანის პროვინციის ქალაქ ჰუჟოუს დეცინის ოლქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების უპილოტო საპატრულო ავტომობილი პატრულირებს.

7 / 12

PIX Moving-ის მიერ წარმოებული უპილოტო ავტობუსი Robobus-ი გუიჯოუს პროვინციაში.

8 / 12

უპილოტო მატარებლით მოქალაქეები სატესტო მგზავრობისას - ჩინეთი, 2023 წლის 19 ივნისი.

9 / 12

მიწოდების სერვისის უპილოტო ავტომობილების ტესტირება - 2024 წლის 7 მაისი, პეკინი.

10 / 12

Yandex-ის უპილოტო კურიერ-რობოტი მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე.

11 / 12

რუსეთში პირველი უპილოტო ტრამვაი, რომელიც 2025 წლის 3 სექტემბერს გამოჩნდა ქუჩებში. იგი დამოუკიდებლად ჩერდება, ხსნის და კეტავს კარს, ემორჩილება შუქნიშნებს, უთმობს გზას ქვეითებს და მართავს გადამრთველებს. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სალონში იმყოფება ტრამვაის თანამშრომელი.

12 / 12

კომპანია Amazon Zoox, რომელიც უპილოტო ავტომობილების შექმნითაა დაკავებული, აქტიურად ტესტავს და ემზადება ლას-ვეგასში თავისი რობოტაქსის სერვისის გასაშვებად.