წელს „თბილისობა" ოქტომბრის ნაცვლად 20-21 სექტემბერს იმართება - თარიღის ცვლილების მიზეზი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში 4 ოქტომბერს იმართება.
ძირითადი ღონისძიებები ორბელიანის მოედანზე, რიყის პარკსა და აბანოთუბანში იმართება.
აქ სტუმრებს ელოდებათ კონცერტები, თეატრალური დადგმები, სპორტული შეჯიბრებები, ღია ცის ქვეშ კინოთეატრები, ფოტოზონები და მასშტაბური ინსტალაციები.
ბავშვებს ელოდებათ მუსიკალური შოუ, თამაშები და გასართობი პროგრამები. „თბილისობის" განუყოფელი ნაწილის „საპატიო თბილისელის" დაჯილდოების ცერემონია.
ზეიმი 21 სექტემბერს ევროპის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება
„თბილისობა" თბილისელებისთვის ტრადიციების, სიხარულისა და ერთიანობის სიმბოლოა.